პროფესორი ერეკლე პირველი ევროკავშირის კვლევითი პროგრამის გამარჯვებულია
კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორმა ერეკლე პირველმა „საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის“ პროგრამაში გაიმარჯვა.
აღნიშნული პროგრამა სამთვიანია, პირველად ხორციელდება და ფინანსდება ევროკავშირის მიერ. იგი მიზნად ისახავს ქართველი მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას ქართველ მკვლევართა სამეცნიერო კავშირების გაძლიერებითა და მათი ინტეგრაციით ევროპის კვლევის სივრცეში.
პროექტის ფარგლებში, პროფესორი პირველი გაემგზავრება ესპანეთში, მურსიის უნივერსიტეტში, და იმუშავებს კორპორაციული მდგრადი ანგარიშგების მიმართულებით ევროპელ კოლეგებთან ერთად.
კონკურსში 35 ორგანიზაციის 119 კონკურსანტი მონაწილეობდა და მონაწილეთა შეფასება განხორციელდა EREA-ს მონაცემთა ბაზიდან შერჩეული გარე ექსპერტების მიერ (ევროპის კვლევითი აღმასრულებელი სააგენტო).