წლის შემოდგომის სემესტრს პარტნიორ უნივერსიტეტებში გაივლიან. პოლონეთის, ჩეხეთის, კორეის, ესტონეთის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ლიტვის, პორტუგალიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამის მონაწილეები ერთი სემესტრით მიემგზავრებიან.
კავკასიის უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გამყარების მიზნით გაცვლით პროგრამებს უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს. უნივერსიტეტის პარტნიორების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 50–მდე წამყვან უნივერსიტეტს ითვლის. პარტნიორ უნივერსიტეტებში სტუდენტთა მობილობის პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტმა ბოლო წლების განმავლობაში ასობით სტუდენტი გააგზავნა.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებით გაცვლითი პროგრამის ერთ–ერთი ძირითადი მიზანი სტუდენტების მოტივაციის გაზრდაა. მიზნის მისაღწევად უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად სამი რეიტინგული სტუდენტი სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, უნივერსიტეტის 100%–იანი დაფინანსებით განაგრძობს.
მარიამ ბეშკენაძე მიმდინარე წლის მონაცემით რეიტინგში პირველი აღმოჩნდა. მარიამი ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5 თვეს, 2012 წლის შემოდგომის სემესტრს კავკასიის უნივერსიტეტის დაფინანსებით გაატარებს. მარიამი ამერიკაში უნივერსიტეტის ოთხ სტუდენტთან ერთად ერთი კვირის წინ გაემგზავრა.
„ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჯსუ, ატლანტა, ჯორჯია, აშშ) და საერთოდ სიტუაცია ატლანტაში სინამდვილეში გაცილებით უკეთესი და საინტერესოა ვიდრე ველოდით. უნივერსიტეტში მეგობრული და თბილი განწყობა არის გაცვლითი, საერთაშორისო სტუდენტების მიმართ; ყველა ცდილობს გაგვიცნოს, მეტი გაიგოს ჩვენი ქვეყნისა და კულტურის შესახებ და შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროს. ჯსუ-ში საქართველოსა და კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ ბევრი სმენიათ და ლექტორები აღფრთოვანებით იხსენებენ გაცვლითი პროგრამის მონაწილე ყველა ქართველ სტუდენტს" – ასე აფასებს კავკასიის უნივერსიტეტის რეიტინგოსანი სტუდენტი მარიამ ბეშკენაძე გაცვლითი პროგრამის პირველ კვირას.
სტუდენტები საქართველოში 2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაბრუნდებიან.