კომპანია ,,EY'' - ის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

28 აპრილი 2023

27 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის  კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, ,,დიდი ოთხეულის თვის'' ფარგლებში, ბიზნესის, ეკონომიკის და ტექნოლოგიის სტუდენტებს შეხვდნენ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ,,EY''- ის წარმომადგენლები:

 

  • რუსლან ხოროშვილი, ,,EY'' საქართველოს მმართველი პარტნიორი;
  • თათია უთურაშვილი და ელენე სამნიძე - აუდიტის დამწყები სპეციალისტები და CU-ის სტუდენტები. 

 

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში ხოლო მეორე ნაწილში ჩატარდა ვორკშოპი. დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ საჩუქრები.