„ფეფეს ლიგა" 2019 ზამთრის სეზონის ფინალი

26 დეკემბერი 2019

26 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს ლიგა’’ 2019 ზამთრის სეზონის თამაშები დასრულდა.

 

ფინალურ თამაშს ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ფინალში გასული სკოლების დეკანები და წარმომადგენლები და გიორგი ნიშნიანიძის (ფეფე) მამა. მათ მოთამაშეებს წარმატება უსურვეს.

 

ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ჰუმანიტარულ და სოციალურ  მეცნიერებათა სკოლის საფეხბურთო გუნდი CSH  „ჰუმანიტარები’’და ტურიზმის სკოლის გუნდი CTS „სეტერა’’.  თამაში დასრულდა ანგარიშით 4:1, CSH-ის გუნდის „ჰუმანიტარების" სასარგებლოდ.

 

გამარჯვებულ სამ გუნდს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცათ 500, 300 და 200 ლარიანი რესტორნის ვაუჩერები, სერტიფიკატები და მედლები.

 

გარდამავალი თასი კვლავ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში დარჩა.

 

ჩემპიონატი 18 ნოემბერს დაიწყო, 55 შეხვედრა გაიმართა და მასში კავკასიიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა 24 გუნდმა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ერთმა გუნდმა იასპარეზა.

 

CU „ფეფეს ლიგა" 2019 წლის გაზაფხულის სეზონზეც გაგრძელდება.