საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ელჩის პირველი სამეცნიერო ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

30 მარტი 2021

30 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, აქბარ ყესემი ალიაბადის, კულტურის ატაშეს, ჰამიდ მოსთაფავის და საელჩოს დელეგაციას უმასპინძლა.


ვიზიტის ფარგლებში, საელჩოს დელეგაცია აქბარ ყასემ ალიაბადის ხელმძღვანელეობით კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე, კავკასიის უნივერსიტეტის და ირანის წამყვან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული პლატფორმის შექმნა ორ ქვეყანას შორის არსებული ტექნიკური ხარვეზების მოსაგვარებლად სამეცნიერო სფეროში.


შეხვედრის ფარგლებში, ირანის საელჩოს დელეგაციამ კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი დათვალიერა.

აღსანიშნავია, ეს იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ელჩის პირველი სამეცნიერო ვიზიტი საქართველოს ელჩის რანგში.