კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორის ერეკლე პირველის პროექტმა - "საქართველოში მიმდინარე ბუღალტერიისა და აუდიტის რეფორმის შეფასება: საკანონმდებლო ჩარჩო, აღსრულების დონე და ფინანსური ინფორმაციის ხარისხი" საგრანტო დაფინანსება მოიპოვა.
პროექტი დაფინანსდა სსიპ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მაგალითზე საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტების სამოქმედოდ შემოღების ეფექტიანობის შეფასება.
პროექტი სამწლიანია და მისი თანახელმძღვანელია ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰენ ციმერმანი.