7 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კოლეჯის „აისი“ მოსწავლეები, ასევე დუალური პროგრამებისა და საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი, მოდულის „კომუნიკაცია ქართულ ენაზე“, განმახორციელებელი მასწავლებელი - მაია ქიტიაშვილი და სტუდენტური სერვისების სპეციალისტი - ია ჯუგაშვილი ეწვივნენ.
სტუმრები აბიტურიენტების საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ, სადაც კავკასიის უნივერსიტეტისა და საბაკალავრო პროგრამების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიიღეს.
ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია - მათ სიტყვით მიესალმა და წარმატებები უსურვა.
მოსწავლეები, საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ დაესწრნენ ქართული ენის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“, გამართულ რიგით მესამე საჯარო ლექციას თემაზე - “თავისუფლების ფენომენის ენობრივი გამოხატვის თავისებურებანი”.
ლექცია წაიკითხა პროფესორმა - ლევან ბერძენიშვილმა
შეხვედრის ბოლოს, კოლეჯის - „აისი“ - მოსწავლეებსა და წარმომადგენლებს კამპუს ტური ჩაუტარდათ.