25 თებერვალს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპიდან ერთი CU სტარტაპერი გახდა. მას პროექტის დამუშავებაში CU სტარტაპ აქსელერატორი C10 ეხმარებოდა.
რატი სხირტლაძის პროექტი, Multilingual Spellchecker, გულისხმობს მრავალენოვანი მართლწერის შესამოწმებელი პროგრამის შემუშავებას არადომინანტი ენებისათვის. პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება Windows, Mac, iPad და Office პროგრამებში. მართლწერის შესამოწმებელი პროგრამა შეიქმნება მონაცემთა დამუშავების ინოვაციური ცენტრის, მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის მიერ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. კავკასიის უნივერსიტეტი და მისი პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტები ჩაერთვებიან პროგრამის განვითარებაში და უზრუნველყოფენ ლინგვისტებისა და სხვა სპეციალისტების ჩართულობას პროექტში.
სტარტაპ აქსელერატორი C10 გამარჯვებულს დაეხმარება პროექტების განხორციელებაში.
100 000 ლარიანი გრანტი, ასევე, მოიპოვეს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ლილი შერგელაშვილმა, პროექტისთვის Ourwedding, პროფესორმა ნინო კუნცევა-გაბაშვილმა, პროექტისთვის - H&Z.