IAUP-ის ლიდერობის განვითარების პროგრამა

22 ივლისი 2019

22 ივლისს, ქალაქ ოლბორგში, დანია, უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციამ დაიწყო ლიდერობის განვითარების ახალი, ერთკვირიანი პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ახლადარჩეული უნივერსიტეტების  პრეზიდენტებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.

 

პროგრამის ფარგლებში IAUP-ის წევრი მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ახლადარჩეულ პრეზიდენტებს გაუზიარებენ გამოცდილებას უნივერსიტეტის მართვასთან  დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე. პროგრამა 9 მოდულისგან შედგება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მისიისა და ხედვის შემუშავება, სტრატეგიული დაგეგმვა, ხარისხის უზრუნველყოფა, საერთაშორისო აღიარება და აკრედიტაციები, მმართველობა, ინტერნაციონალიზაცია, ინოვაციები, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა განათლებაში, ფინანსების მართვა და მდგრადობა, მენეჯერული უნარები, ბრენდინგი და კომუნიკაცია, რისკების მართვა და აშ.

 

პროგრამის ფარგლებში IAUP-ის და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია გაუძღვება სამ მოდულს - საუნივერსიტეტო ხედვა და მისია, ინტერნაციონალიზაცია, ლიდერობა და გამოწვევები.

 

ლიდერობის განვითარების პროგრამას უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაცია ყოველწლიურად უმასპინძლებს.