IAUP-ისა და Santander Universidades-ის კვლევა

21 დეკემბერი 2020

უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) და სანტადერის უნივერსიტეტების ასოციაციის (Santander Universidades) ორგანიზებით ჩატარდა კვლევა: Leadership Responses to COVID 19.

 

კოვიდ 19-თან დაკავშირებული პრობლემის უკეთ გააზრებისა და დაინტერესებული მხარეების დახმარების მიზნით, მომავალში IAUP-მა და Santander Universidades-მა შეიმუშავეს, განავითარეს და განახორციელეს გლობალური კოლეჯის და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის კვლევა (IAUP გამოკითხვა).

 

გამოკითხვის მიზანი იყო უმაღლესი განათლების ხელმძღვანელობის პასუხების ანალიზი COVID-19-თან დაკავშირებით და მომდევნო წლებში ამ საკითხიდან გამომდინარე ცვლილებების განხორციელება.

 

უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ მსოფლიოს 700-ზე მეტი უმაღლესი განათლების ლიდერებს შორის გამოავლინა ცვლილებები გარემოში პანდემიისა და ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ. ახალი გამოკითხვის თანახმად, უნივერსიტეტების პრეზიდენტები აღნიშნავენ ფართომასშტაბიან ზეწოლას უნივერსიტეტების ბიზნესის მოდელებსა და ახალი სტუდენტების ჩარიცხვებზე, თან ხაზს უსვამენ გრძელვადიან ცვლილებებს საერთაშორისო განათლებისა და სერვისის მიწოდების მოდელებში კორონა ვირუსის პანდემიის შედეგების საპასუხოდ.

 

კვლევის შედეგებმა, კიდევ უფრო ცხადჰყო, რომ მნიშვნელოვანია დაიწყოს უმაღლესი განათლების ძირითადი ტრანსფორმაციული საჭიროებების მოგვარება და უკეთ მოამზადოს ლიდერები COVID-19- ის გაგრძელების გამოწვევების წინაშე.

 

კვლევის შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე