IE ბიზნესის სკოლის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

8 ივლისი 2019

8 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტს ie ბიზნესის სკოლის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის ასოცირებული დირექტორი სათი ბოიაჯანი (Sati Boyajyan) ეწვია.

 

ევროპის წამყვანი ბიზნესის სკოლის წარმომადგენლის ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, ბორის ლეჟავასთან, ბიზნესის სკოლის დეკანთან, ელენე ჯღარკავასთან და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორთან, ირენა მელუასთან.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საგანმანათლებლო პროგრამები, აგრეთვე ისაუბრეს შესაძლო თანამშრომლობის დეტალებზე, შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს სასწავლო სემესტრი ევროპის წამყვან უნივერსიტეტში გაატაროს. აღნიშნული შეთანხება მოიცავს ერთობლივი პროექტების, მასტერკლასებისა და საზაფხულო სკოლების განხორციელებას.

 

საგულისხმოა, რომ ie ბიზნესის სკოლა წლებია მოწინავე ადგილს იკავებს  Financial Times-ისა და the Economist-ის რეიტინგებში, ასევე ფლობს სამმაგ აკრედიტაციას და სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ უმაღლესი ხარისხის განათლებას.