2012 წლის 5–7 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის სამართლის სკოლის, ფრანგული ნანტერისა და გერმანული პოცდამის უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები.
კავკასიის სამართლის სკოლამ აღნიშნულ კონფერენციას მეორედ უმასპინძლა. ტრადიციას საფუძველი თბილისში 2011 წლის სექტემბერში ჩაეყარა. სექტემბერს დაგეგმილ კონფერენციაში კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორებსა და სტუდენტებთან ერთად საფრანგეთიდან და გერმანიიდან ჩამოსული 27-მდე სტუმარი იღებდა მონაწილეობას. კონფერენციის მთავარი თემა იყო: "ადამიანის უფლებების გავლენა საერთაშორისო სამართალზე".
საერთაშორისო კონფერენცია
11 იანვარი