ნერსისიანის სკოლის დაარსებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ერევანში

21 ოქტომბერი 2024

17-18 ოქტომბერს, ერევანში, ხაჩატურ აბოვიანის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო კონფერენციას - „თბილისის ნერსისიანული სკოლა და მისი როლი კავკასიის საგანმანათლებლო ცხოვრებაში“ უმასპინძლა. კონფერენცია მიეძღვნა ნერსისიანის სკოლის დაარსებიდან 200 წლისთავს.

 

ნერსისიანის სკოლის ისტორია, სომხეთის საგანმანათლებლო და კულტურული ცხოვრება და სომხურ-ქართული ურთიერთობები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ 30 -ზე მეტ მოხსენებაში.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, სომხეთისა და საქართველოს საელჩოების წარმომადგენლები.

 

მათთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა სრბუჰი გევორქინმა, ისტორიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ედგარ ჰოვანესიანმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს ნერსესიანის სკოლის ეპოქალური მნიშვნელობის, ასევე თბილისში მცხოვრები ცნობილი სომეხი მოღვაწეების წარუშლელი კვალისა და ნერსესიანის სემინარიის შენობაში კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობის შესახებ. კავკასიის უნივერსიტეტს კონფერენციაზე წარმოადგენდნენ: ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე და ამავე სკოლის ისტორიის პროგრამის მოწვეული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ჯანელიძე.

 

გურანდა ჭელიძემ მოხსენებაში „წარსულიდან დღემდე, ტრადიცია გრძელდება“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კავკასიის უნივერსიტეტი კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას დემოკრატიული განათლების ევროპული პრინციპების შესაბამისად. ბატონმა ოთარ ჯანელიძემ გააცოცხლა მე-19 საუკუნის ქართველი და სომეხი ქველმოქმედების საქმიანობა განათლების სფეროში. მოხსენებებს თან ახლდა საინტერესო დისკუსია.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები დაიბეჭდა კონფერენციის შრომების სახით. კონფერენციაზე აღინიშნა ნერსისიანთა სულიერი სკოლის დაარსებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებების, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში მოწყობილი გამოფენის შესახებ და სომეხ საზოგადო მოღვაწეს საქართველოში ლევონ ჩიდილიანს „საპატიო დოქტორის“ წოდება მიენიჭა.