11 თებერვალი - მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანაორგანიზებით, წარმატებული მეცნიერი ქალები დაჯილდოვდნენ მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა მადლობა გადაუხადეს მეცნიერ ქალბატონებს და მათთვის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დაჯილდოებულ ქალბატონებს შორისაა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე. ვულოცავთ მას და შემდგომ წარმატებას ვუსურვებთ.
იხილეთ ვრცლად https://www.facebook.com/MESGeorgia.