ვიზიტის მიზანი იყო კავკასიის უნივერსიტეტსა და JTI-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებისათვის სპეციალური სასწავლო სტიპენდიების დაწესებასა და დასაქმებას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიაში.
მემორანდუმის გაფორმების პროცესს დაესწრნენ კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო დარგში - ნუგზარ სხირტლაძე, ასევე, პოლ ჰოლოვეი (JTI -ის გენერალური დირექტორი) და ინა იაკოვჩუკი (JTI-ის HR დირექტორი კავკასიაში).
კომპანია, რომელიც ცოდნის ამაღლების მიმართულებით განსაკუთრებით ბევრს მუშაობს, სთავაზობს სტუდენტებს სტიპენდიის მოგების შესანიშნავ შესაძლებლობას. სამართლიანი, სრულიად გამჭვირვალე შეფასების პროცესის შედეგად კომპანია გამოავლენს ორ საუკეთესო სტუდენტს და ერთი სემესტრის ღირებულებას დაუფინანსებს (პირველ ადგილზე გასული სტუდენტი - სემესტრის ღირებულების 100%-იან, ხოლო მეორე ადგილზე გასული სტუდენტი სემესტრის ღირებულების 50%-იან დაფინანსებას მიიღებს).
მემორანდუმის ფარგლებში, სტიპენდიის გარდა, JTI მესამე და მეოთხეკურსელ სტუდენტებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს, სადაც სტუდენტებს ექნებათ პრაქტიკულ და საინტერესო ბიზნესპროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
{phocagallery view=category|categoryid=578|limitstart=0|limitcount=0}