JUNIA საინჟინრო სკოლის, საფრანგეთი, წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

14 დეკემბერი 2022

14 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის (Lille Catholic University), კერძოდ ჯუნიას საინჟინრო სკოლის, საფრანგეთი (JUNIA Grande école d’ingénieurs) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ვირა ვანეპაინთან, ერაზმუს+ პროგრამის კოორდინატორთან და ხელოვნური ინტელექტის დარგში ასოცირებულ პროფესორთან, ნაციმ იჰადდანთან. კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ირენა მელუა, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, შოთა ნიჟარაძე, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი, მაქსიმ იავიჩი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ლექტორი/ კიბერუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან კარბაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი და ანა თავართქილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექოტირის მოადგილე.

 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც მოიცავს ორმაგი ხარისხის პროგრამების შემუშავებას კიბერუსაფრთხოებისა და ასევე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და ფაკულტეტებს შორის საერთო პროექტების განხორციელებას. 

 

აღსანიშნავია, რომ ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში,ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია საფრანგეთში. უნივეერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული მობილობა შედგა სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობით.