8 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის, კახა შენგელიას ტრადიციული საჯარო ლექცია-დისკუსია გაიმართა ათენში.
თემა: "საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის"
შეხვედრას ესწრებოდნენ ათენის სკოლების ქართველი მოსწავლეები, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში გეგმავენ
ლექცია-დისკუსია გაიმართა ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით, საზაფხულო სემინარების ციკლის - „საქართველო, საბერძნეთი და ევროპული ღირებულებები“ - ფარგლებში
ლექცია-დისკუსიის მოდერატორი იყო კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, ათენის ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის კონსულტანტი, თათია მთვარელიძე