კავკასიის უნივერსიტეტი სოციალური საწარმოების რიგით მესამე B2B გამოფენის მხარდამჭერია

3 ოქტომბერი 2022

 

30 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, რედისონ ბლუ ივერიაში, სექტორთშორისი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სოციალური საწარმოების რიგით მესამე მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული B2B გამოფენა გაიმართა. 

 

კავკასიის უნივერსიტეტი ინდივიდუალურად მუშაობდა და მხარდამჭერი იყო სოციალურ საწარმოსი - Edena-Traditional Crafting Workshop-ედენა ტრადიციული რეწვის სახელოსნო, სოციალური საწარმოებისთვის მრავალკომპონენტიანი მხარდაჭერის ფარგლებში, რათა საწარმოს მოემზადებინა კორპორაციული ბიზნეს შეთავაზება და დაეგეგმა B2B შეხვედრები.

 

ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს: საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ და თბილისი მერმა კახა კალაძემ.

 

B2B გამოფენა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი და პური მსოფლიოსთვის, პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) სოციალურ საწარმოთა ალიანსთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

 

გამოფენაზე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, რომ შეხვედროდნენ სოციალურ მეწარმეებს და მათი ინტერესების შესაბამისად ეწარმოებინათ მოლაპარაკებები მათთან სამომავლო თანამშრომლობაზე. ასევე, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ 47 მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციას და მომსახურებას ერთ სივრცეში.