კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი ქ. ბიდგოშჩში (პოლონეთი) პროექტ E-PSY-ს ფარგლებში

4 ივნისი 2022

 

 

 

24-27 მაისს, Erasmus+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტისფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)” ფარგლებში, ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტმა (პოლონეთი) პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან, შეხვედრებს ესწრებოდნენ კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი ნათია ფანჯიკიძე, მოწვეული ლექტორი ლიანა ბარაბაძე და საერთაშორისო პროექტების მენეჯერი მარიამ სირაბიძე, ასევე კონსორციუმის წევრი სხვა ქართული უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ვიზიტის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ აკადემიურ სამედიცინო ცენტრსა და მომსახურების ცენტრს. ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს დეტალურად გააცნეს უნივერსიტეტში მოქმედი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მეთოდები, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა სახის სენსორული ოთახები და მათი მუშაობის პრინციპები

 

პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიმათ შორის კავკასიის უნივერსიტეტშისტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის (საქართველოს ხელისუფლებისსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებისოფიციალური დოკუმენტების განვითარებარომ საზოგადოებას აუმაღლდეს ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.