ხეცურიანის სომელიეს სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

8 ოქტომბერი 2021

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია,  „ხეცურიანის სომელიეს სკოლის“ თანადამფუძნებელი გახდა.

 

სკოლა დაარსდა 2003 წელს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის და „მარანი ხეცურიანი“-ს დამფუძნებლის, შალვა ხეცურიანის მიერ.

 

ღვინის ინდუსტრიისა და განათლების სფეროს წარმომადგენლების - „ხეცურიანის სომელიეს სკოლის“ და „კავკასიის უნივერსიტეტის“ გაერთიანება კიდევ უფრო განავითარებს ღვინის განათლების ხარისხს საქართველოში და მსმენელებს ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს მიმდინარე წლიდან.

 

სკოლაში თავმოყრილი და გაერთიანებულია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, 20-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მენტორის მიერ დაგროვილი ღვინის ბიზნესის მდიდარი გამოცდილება. სკოლის ამოცანაა ხელი შეუწყოს როგორც  სომელიეს პროფესიის, ისე ღვინის ბიზნესის ეფექტიან მართვას.

 

კურსზე სწავლის განმავლობაში, მსმენელი მიიღებს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება სხვადასხვა მცირე მარანში, ღვინის საწარმოებსა და ვენახებში. თეორიულ ნაწილში კი, მსმენელი გაეცნობა როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო მეღვინეობას, მის განვითარებას და მიმდინარე პროცესებს.

 

პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

 

  • მევენახეობის საფუძვლები და ვენახის ეკონომიკა
  • ენოლოგიის საფუძვლები და ღვინის ეკონომიკა
  • ღვინის ბიზნესი
  • მსოფლიო მეღვინეობა
  • საქართველოს მეღვინეობა
  • სომელიეს ხელოვნება
  • ღვინისა და ენოგასტრონომიული ტურიზმი

 

დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით ბმულზე და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის/კურსის შესახებ.