სტუდენტების შეხვედრა KPMG Georgia-ს წარმომადგენლებთან

6 აპრილი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის  კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, ,,დიდი ოთხეულის თვის'' ფარგლებში, 5 აპრილს, KPMG Georgia-ს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ 

 

პრეზენტაციას წარუძღვნენ კომპანიის აუდიტის დირექტორი - ვახო კეჟერაძე, აუდიტის სინიორ მენეჯერი - ნინო ჩიხლაძე, HR მენეჯერი - სალომე კიღურაძე და HR სპეციალისტი - სოფია კოპლატაძე.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კომპანიაში სტაჟირების და შემდგომში დასაქმების შესაძლებლობებს.

 

KPMG - დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს აუდიტის, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას.