კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

19 ივლისი 2019

19 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

 

კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ცერემონიალზე სიტყვით უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, სიუ ჰენდერსონმა მიმართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები.

 

კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს  პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. საპატიო დოქტორის წოდება გადაეცა: დოქტორ ფერნანდო გალვანს, დოქტორ საბურ ხანს და დოქტორ გარი იაკობსს.

 

ცერემონიალი ისტორიულია, ღონისძიება უკვე მეორედ გაიამართა კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში.

 

დიპლომების გადაცემის ცერემონიალი ტრადიციულად ქუდების აყრით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.