19 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ცერემონიალზე სიტყვით უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, სიუ ჰენდერსონმა მიმართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები.
კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. საპატიო დოქტორის წოდება გადაეცა: დოქტორ ფერნანდო გალვანს, დოქტორ საბურ ხანს და დოქტორ გარი იაკობსს.
ცერემონიალი ისტორიულია, ღონისძიება უკვე მეორედ გაიამართა კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში.
დიპლომების გადაცემის ცერემონიალი ტრადიციულად ქუდების აყრით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.