ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში

26 მაისი 2021

 

26 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტს, ყირგიზი ბიზნესმენი და მეწარმე ტოლონდუ ტოიჩუბაევი (Tolondoo Toichubaev) დელეგაციასთან ერთად ეწვია.

 

სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა, კამპუსი დაათვალიერებინა და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.

 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციასთან შეხვედრას, კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. 

 

შეხვედრაზე მათ სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, განიხილეს  სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოება და ერთობლივი პროექტების განხორციელება.  

 

ტოლონდუ ტოიჩუბაევი ფონდის Bilimkana("სწავლის სახლი") დამფუძნებელია. ეს არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მისიაა ახალი თაობის განათლებაზე ზრუნვა. ფონდის სკოლების ქსელი 14 სკოლას აერთიანებს როგორც ყირგიზეთში, ისე ყაზახეთში.