სამართლის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

10 ივნისი 2024

8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა სამართლის სკოლის რიგით XIX სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - სამართლის გამოწვევები-21-ე საუკუნეში.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების        სტუდენტებმა.

 

აღნიშნული კონფერენციის მიზანი გახლდათ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში სამეცნიერო პოტენციალის განვითარება.

 

სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ, 14 მომხსენებლიდან, კონფერენციის გამარჯვებულებად გამოავლინა შემდეგი ნაშრომები:

 

I ადგილი - ქეთევან ხუციშვილი, სამართლის საბაკალავრო  პროგრამის სტუდენტი:

 

  • თემა: ,,გენდერული კვოტირების პრობლემური ასპექტები საქართველოში“, სამეცნიერო ხელმძღვანელი არჩილ ბორჯაძე

 

II ადგილი - სალომე ზეიკიძე, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი:

 

  • თემა: „საექიმო შეცდომის დასჯადობის პრობლემატიკა სისხლის სამართალში“ , სამეცნიერო ხელმძღვანელი ნათია სონღულაშვილი

 

III ადგილი - ლიკა სილაგაძე და ბექა თავაძე, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები:

 

  • თემა: „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტი საქართველოში “, სამეცნიერო ხელმძღვანელი  თათია ხაბეიშვილი

 

III ადგილი - დავით ხვადაგიანი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი:

 

  • თემა: „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების პრაქტიკული ასპექტები “, სამეცნიერო ხელმძღვანელი დავით მუზაშვილი

 

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საბაკალავრო პროგრამის შემდეგი სტუდენტები:

 

  1. ლიზი ბარდაჩიძე: „ტრანსნაციონალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოყენების შედეგების ნეგატიური ასპექტები“. ხელმძღვანელი: ლევან მოსახლიშვილი;
  2. ელენე ფუთურიძე და ანი კვანტალიანი: „საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების თავისებურებანი“. ხელმძღვანელი: ლევან მოსახლიშვილი;
  3. კონსტანტინე ქელბაქიანი და ანი კეჟერაშვილი „ნების გამოვლენის ნამდვილობის კრიტერიუმები ელექტრონულად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დროს და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები“. ხელმძღვანელი: სიმონ ტაკაშილი;
  4. ლიზი დანელია: “კონსტიტუციური კრიზისის მართვა: ევროკავშირის მექანიზმები შეიარაღებული კონფლიქტიდან გამომდინარე მიგრაციის გამოწვევების დასაძლევად” ხელმძღვანელი: თამარ ალფაიძე;
  5. ნანო ბაბუნაშვილი: ,,გენდერული თანასწორობა შრომით ურთიერთობებში,ხელშემშლელი ფაქტორები და მასთან ბრძოლის მეთოდები’’ ხელმძღვანელი: მარინე მარინაშვილი;
  6. მარიამ ხელაძე: „პრეზიდენტის უფლებამოსილება საპარლამენტო რესპუბლიკაში’’. ხელმძღვანელი: არჩილ ბორჯაძე;
  7. სალომე ბუღულაშვილი: ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება საქართველოში კანონმდებლობა და პრაქტიკა ‘’. ხელმძღვანელი: არჩილ ბორჯაძე.