საჯარო ლექცია - სიყვარულის გაკვეთილები ძველი საბერძნეთიდან

8 ივნისი 2023

7 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: სიყვარულის გაკვეთილები ძველი საბერძნეთიდან. ლექცია ჩაატარა ელინისტმა და მთარგმნელმა თათია მთვარელიძემ.

 

სიყვარული ქართული სიტყვაა და ძველ ბერძნულად სულ მცირე - 8 სხვადასხვა სიტყვით ითარგმნება. შეხვედრაზე განიხილა ბერძნული ღმერთების ისტორია, როგორია ამ სიტყვების თავგადასავალი ძველ საბერძნეთსა და თანამედროვე სამყაროში? ვინ არიან სიყვარულის ღმერთები? რას გვიამბობს ბერძნული მითოლოგია, პოეზია და ფილოსოფია სიყვარულის შესახებ? რას სწავლობენ და ვერ სწავლობენ შეყვარებულები ძველი ბერძნებისგან?

 

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია, რომელიც დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა, ხოლო თათია მთვარელიძეს კი კავკასიის უნივერსიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.