შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ გიორგი ხარაიშვილთან

17 მარტი 2026
11 მარტს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორის თამარ ლომაძის ინიციატივით, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა მწერალი და მთარგმნელი გიორგი ხარაიშვილი.
 
შეხვედრის ფარგლებში გიორგი ხარაიშვილი სტუდენტებს ესაუბრა მის ბოლოდროინდელ თარგმანზე-აშერების სახლის დაცემა,  ედგარ ალენ პოს მოთხრობა.  
 
მან სტუდენტებთან დეტალურად განიხილა უცხოენოვანი მხატვრული ლიტერატურის ქართულ ენაზე  თარგმნის პროცესში წარმოქმნილი სირთულეები და გააცნო მათი გადაჭრის მხატვრული ხერხები.
 
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა: სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები მთარგმნელისგან.