10 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს ფოსტას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ.
მემორანდუმის მიზანია, სტუდენტების დახმარება ხარისხიანი განათლების მიღებასა და თვითრეალიზაციაში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული განმტკიცება, გამოცდილების გაზიარება, სტუდენტებისათვის დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცება და შესაბამისი უნარების განვითარება.
თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ რომ ხელს შეუწყობენ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმებასა და სტაჟირებაში.
მემორანდუმის ხელისმოწერას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს ფოსტის წარმომადგენლები.