კავკასიის უნივერსიტეტსა და ანალიტიკურ ორგანიზაცია ჯეოქეისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ჯეოქეისის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ყიფიანმა.
მემორანდუმის მიზანია, მხარეთა შორის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და შემდგომი განვითარება. ასევე, ერთობლივი ძალისხმევით და მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება, პრაქტიკული გამოცდილების მიღება მათთვის სტაჟირების, პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით ან დასაქმებით.
სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა, კამპუსი დაათვალიერებინა და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.