ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და ანალიტიკურ ორგანიზაცია ჯეოქეისს შორის

2 ივლისი 2021

 

კავკასიის უნივერსიტეტსა და ანალიტიკურ ორგანიზაცია ჯეოქეისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ჯეოქეისის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ყიფიანმა.

 

მემორანდუმის მიზანია, მხარეთა შორის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და შემდგომი განვითარება. ასევე, ერთობლივი ძალისხმევით და მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება, პრაქტიკული გამოცდილების მიღება მათთვის სტაჟირების, პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით ან დასაქმებით.

 

სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა, კამპუსი დაათვალიერებინა და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.