ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ევექსთან

28 ნოემბერი 2023

27 ნოემბერს, CU-ში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და ევექსს შორის გაფორმდა.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და  ევექსის დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.

 

მემორანდუმი გაფორმდა ორი მიმართულებით: სტუდენტური პროექტები - რაც გულისხმობს, მხარეების მზადყოფნას განახორციელონ თანამშრომლობა უნივერსიტეტში სტუდენტთა და პერსონალის სახელმწიფო პროგრამებზე, ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის ცნობიერების ამაღლებაზე. მეორეს მხრივ, მემორანდუმი მოიცავს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების/კურსდამთავრებულების მიერ  პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განმტკიცებას; შესაბამისი გამოცდილების გაზიარებას; სტაჟირების ან/და დასაქმების ხელშეწყობას, პრაქტიკის განმახორციელებლისთვის საკადრო რეზერვის შექმნას.