27 ნოემბერს, CU-ში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და ევექსს შორის გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ევექსის დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.
მემორანდუმი გაფორმდა ორი მიმართულებით: სტუდენტური პროექტები - რაც გულისხმობს, მხარეების მზადყოფნას განახორციელონ თანამშრომლობა უნივერსიტეტში სტუდენტთა და პერსონალის სახელმწიფო პროგრამებზე, ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის ცნობიერების ამაღლებაზე. მეორეს მხრივ, მემორანდუმი მოიცავს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების/კურსდამთავრებულების მიერ პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განმტკიცებას; შესაბამისი გამოცდილების გაზიარებას; სტაჟირების ან/და დასაქმების ხელშეწყობას, პრაქტიკის განმახორციელებლისთვის საკადრო რეზერვის შექმნას.