კავკასიის უნივერსიტეტსა და სამედიცინო ცენტრ „დიომედს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი კავკასიის უნივერსიტეტს პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და სამედიცინო ცენტრ დიომედის გენერალურმა დირექტორმა ნინო დოხნაძემ მოაწერეს.
აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული მედ-პერსონალის გადამზადებასა და ტრენინგებს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით. ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტები გაივლიან პრაქტიკებს სამედიცინო ცენტრ „დიომედი“-ს ფილიალებში.
შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანი მარიამ ოქრუაშვილი, ადმინისტრაციული თანამშრომლები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მერაბ მარაქველიძე, სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ დირექტორის მოადგილე არჩილ ჯაყელი და კრიზისების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი დათუაშვილი ესწრებოდნენ.