ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ციურიხის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტთან

13 ივლისი 2021

 

კავკასიის უნივერსიტეტსა და ციურიხის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

 

თანამშრომლობის ფარგლებში ევროპის ინსტიტუტი კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად განახორციელებს ერთობლივ კვლევით პროგრამებს, სემინარებსა და მოკლევადიან გაცვლით პროგრამებს, როგორც სტუდენტების ისე აკადემიური პერსონალისთვის.

 

აღსანიშავია, რომ ციურიხის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.

 

ციურიხის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტი ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრია შვეიცარიაში, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული სამართლისა და შვეიცარიის სავაჭრო სამართლის მიმართულებით მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგების განხორციელებას.