მემორანდუმი ტრამვატოლოგია ორთოპედიის ცენტრთან

31 მაისი 2023

23 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ზურაბ ტყეშელაშვილის სახელობის ტრავმატოლოგია ორთოპედიის ცენტრს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან, პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ და ტრამვატოლოგია ორთოპედიის ცენტრის მხრიდან, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ -  ნიკოლოზ მენთეშაშვილმა.


მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას  ხელი შეუწყონ კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებაში, კლინიკურ გარემოში სწავლასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.