ურთიერთთანამშრომლობის მემორმანდუმი ჰუნანის უნივერსიტეტთან

9 დეკემბერი 2019

9 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ჩინეთის, ჰუნანის ჰუმანიტარული, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (HUHST) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

 

ურთიერთთამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ჰუნანის ჰუმანიტარული, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ლიუ ხიუნმა.

 

შეთანხმების მიზანია, სტუდენტთა და ლექტორთა გაცვლითი პროგრამების განხორციელება, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს სასწავლო სემესტრი ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში გაატარონ.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან და უნივერსიტეტის სკოლების დეკანებთან, სადაც მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე. გამოთქვეს მზაობა სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობაზე.

 

ვიზიტის ფარგლებში, HUHST-ის წარმომადგენლებმა კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერეს.