Palgrave Macmillan-ის ახალი წიგნი CSG-ის დეკანის, პროფესორ ეკა აკობიას კონტრიბუციით

24 ივლისი 2025

„ჰორიზონტალური ინტერ-სამთავრობო კოორდინაცია ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე: გამოცდილება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ“ - რედაქტორები: ნატალი ბენკე (დარმშტადის ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტი, გერმანია) და ბეტინა პეტერსონი (სუონსის უნივერსიტეტის პოლიტიკის დეპარტამენტი, დიდი ბრიტანეთი) უკვე ხელმისაწვდომია.

 

ტომში გაერთიანებულია ევროპის 20 წამყვანი მკვლევარის ნაშრომი ჰორიზონტალური კოორდინაციის გამოწვევებისა და შესაძლო ინოვაციების თაობაზე. ავტორებს შორისაა კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანის, პროფ. ეკა აკობიას კონტრიბუცია: „საქართველო: ჰორიზონტალური კოორდინაციის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.“

 

კვლევა განხორციელდა 2023-2024 წლებში COST Action IGCOORD-ის ფარგლებში. ეს ქმედება ხაზს უსვამს პანევროპული აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ეხმარება ჰორიზონტალური კოორდინაციის სხვადასხვა მოდელების გააზრებას კონტინენტზე. შედარებითი მიდგომის მეშვეობით, ღია წვდომის გმოცემა უზრუნველყოფს ერთიან პერსპექტივას და საერთო კონცეპტუალურ ინსტრუმენტარს, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ჰორიზონტალური კოორდინაციის ბუნებისა და შესაძლებლობების შესასწავლად.

 

წიგნი 475-გვერდიანია და თავისუფალი წვდომით ხელმისაწვდომი გახდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან.