ონლაინ შეხვედრა კარიერული განვითარების შესახებ CU სტუდენტებისთვის

24 აპრილი 2021

24 აპრილს, კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, კარიერული განვითარების შესახებ ონალინ შეხვედრა ჩატარდა.

 

შეხვედრა ჩაატარა მაკა კუკავამ, რომელსაც საჯარო, კერძო-საერთაშორისო ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის, კარიერული და პროფესიული განვითარებისა და პროექტების მართვის 12 წლიანი გამოცდილება აქვს.

 

შეხვედრის ფარგელბში, სპიკერმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა - პირველადი კომუნიკაცია დამსაქმებელთან, CV-რეზიუმეს შედგენა კონკრეტული ვაკანსიის გათვალისწინებით, ინტერვიუს ტექნიკები.

 

შეხვედრის ბოლოს, სპიკერმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.