“CUnicorn”-ის მესამე ნაკადის გახსნა და შერჩეული მონაწილეების პრეზენტაცია

26 მარტი 2024

კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn”-ის მესამე ნაკადის (Batch 3) გახსნა და შერჩეული მონაწილეების პრეზენტაცია გაიმართა.  

 

2024 წლის გაზაფხულის სემესტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამაში წინასწარი განაცხადების საფუძველზე 6  სტარტაპ გუნდი შეირჩა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიების, მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლიდან, ასევე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისგან და აკადემიური პერსონალისგან. უპირატესობა მიენიჭათ ისეთ ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებმაც გამოავლინეს გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი.

 

გუნდებმა ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი ტექნოლოგიური იდეები წარადგინეს და პროგრამასთან დაკავშირებული მოლოდინები გააცნეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის წარმომადგენლებს და მომავალ მენტორებს.

 

სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. მასში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან და ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი), ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად. უპირატესობა მიენიჭათ ისეთ ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებმაც გამოავლინეს გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი.