ონლაინ საორიენტაციო შეხვედრა უცხოელ სტუდენტებთან

26 თებერვალი 2021

26 თებერვალს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, გაცვლითი პროგრამის უცხოელ სტუდენტებთან ონლაინ საორიენტაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრის მსვლელობისას, სტუდენტებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია სასწავლო პროცესის, არსებული რეგულაციებისა და უნივერსიტეტში ინტეგრაციის შესაძლებლობების  შესახებ.

 

2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტი, Erasmus+ ისა და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პორტუგალიის, ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და დანიის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს უმასპინძლებს.