CSB-ის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, მიხეილ ნონიკაშვილის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

9 ივლისი 2024

9 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, მიხეილ ნონიკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის-"The Role of Strategic Foresight and Dynamic Capabilities in Sustaining Corporate Longevity in the Context of Fintech Disruption A Case Study of Financial Institutions in Georgia" საჯარო დაცვა გაიმართა.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო- როია ანვარი, ასოცირებული პროფესორი.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • როია ანვარი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი
  • თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის  ასოცირებულმა პროფესორმა თენგიზ თაქთაქიშვილმა.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, მიხეილ ნონიკაშვილმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი.