2 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, თეო ნეფარიძის სადისერტაციო ნაშრომის - „The Impact of Affective Commitment on Creative Self-Efficacy and Creative Process Engagement in Virtual Work Setting: The Moderating Role of Metacognition and Artificial Intelligence“ საჯარო დაცვა გაიმართა.
დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო პროფესორი ბორის (ბუბა) ლეჟავა.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
- ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;
- თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- დავით წიკლაური, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- მაკა ბუღულაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თენგიზ თაქთაქიშვილმა.
სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, თეო ნეფარიძემ წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი.