ფოტოკონკურსი აბიტურიენტებისთვის „ჩემი თვალით დანახული ევროპა საქართველოში“

10 მაისი 2024

9 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ  ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამით, ევროპის დღეების ფარგლებში, ფოტოკონკურსი - „ჩემი თვალით დანახული ევროპა საქართველოში“ - გაიმართა.

 

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს XI-XII კლასის მოსწავლეებმა, რომელთა შორისაც ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული.

 

ფოტოკონკურსის გამარჯვებული გახდა - მარიამ სამუშია - ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე. კონკურსის სხვა მონაწილეებს სერტიფიკატები და კავკასიის უნივერსიტეტის ბრენდირებული ნივთები გადაეცათ.  

 

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო იყო თემატური ფოტოს გადაღება, რომელიც ასახავდა საქართველოს კავშირს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან.