წიგნის - „ტურიზმის სისხლის სამართლის" პრეზენტაცია

31 ივლისი 2025

16 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა წიგნის  „ტურიზმის სისხლის სამართლის" პრეზენტაცია, რომელსაც  DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი და სხვადასხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

წიგნი შეიქმნა კავკასიის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში გამარჯვებული პროექტის განხორციელების შედეგად, რომლის ინიციატორია სამართლის სკოლის აფილირებული პროფესორი, დოქტორი ირინე ხერხეულიძე.

 

აღნიშნულ პროექტში და შესაბამისად, წიგნის შექმნაში, ექსპერტებისა და შემდგომ უკვე თანაავტორების სახით, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ, დოქტორ ირინე ხერხეულიძესთან ერთად, მონაწილეობნენ გერმანიის ებერჰარდ-კარლსის სახელობის თუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით, დოქტორი ბერნდ ჰაინრიხი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი. მოცემულ წიგნში ამ ორი, უაღრესად პატივსაცემი პროფესორის კონტრიბუცია დიდი და დასაფასებელია.

 

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი, რომელიც  ტურიზმის სისხლის სამართლის დარგის ჩამოყალიბებასა და წიგნის შექმნაში რეალიზდა, ქართულ-გერმანული აკადემიური კოლაბორაციის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა.

 

პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევის მნიშვნელოვანებზე თავად წიგნის სათაურიც მეტყველებს, თუმცა, მისი განსაკუთრებული მახასიათებელები - სიახლე, ინსტერდისციპლინურობა და საერთაშორისო კოლაბორაციით მიღწეული შედარებით-სამართლებრივი ხასიათია.

 

პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მისი განხორციელების შედეგად, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის, სამაგისტრო სწავლების საფეხურზე შეთავაზებული იქნება ახალის სასწავლო კურსი „ტურიზმის სისხლის სამართალი".