კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ბუქარესტში დიმიტრი კანტემირის საპატიო მედლით დაჯილდოვდა

13 მარტი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია და ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა  ოფიციალური ვიზიტით  დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტში (ბუქარესტი, რუმინეთი) იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი უნიერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

 

ვიზიტის ფარგლებში, კახა შენგელიამ  რუმინეთში საქართველოს საელჩოსა და დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ,,საქართველო - რუმინეთის ფორუმში’’ მიიღო მონაწილეობა. ფორუმში  აგრეთე მონაწილეობდნენ საუნივერსიტეტო საზოგადოება, აგრეთვე სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები. ფორუმი მიზნად ისახადა საქართველოსა და რუმინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმაებას. 

 

ფორუმის ფარგლებში, კახა შენგელია მოხსენება წარადგინა თემაზე: „Insights into Studies in Georgia: Challenges and Opportunities: Why Internationalization is Important. მან ისაუბრა საქართველოს მზარდ როლზე, როგორც საერთაშორისო განათლების ჰაბზე, ხაზი გაუსვა გლობალური აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა კაკასიის უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობა განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში.

 

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, თამარ ბერუჩაშვილი. ფორუმის მოდერატორი იყო მარია-ლიზა ტენჰუნენი, დიმიტრი კანტემირის  უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი ინტერნაიონალიზაციის მიმართულების.

 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე შეხვდა კორინა დუმიტრესკუს, უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და რექტორს. შეხვედრაზე მხარეებმა აკადემიური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის ერთობლივი პროექტები და პროგრამები. შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და მომავალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

 

აღსანიშნაია, რომ საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარებასა და ქართულ და რუმინულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კორინა დუმიტრესკუმ კახა შენგელია დიმიტრი კანტემირის საპატიო მედლით დააჯილდოვა.

 

ოფიციალური ასევე მოიცავდა კულტურულ აქტივობებსა და უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოსა და რუმინეთს შორის აკადემიური და კულტურული კავშირები.

 

კაკასიის უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის ქსელის გაფართოებას და გლობალურ აკადემიურ სივრცეში პოზიციონირების გაძლიერებას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გზით.