პროექტი - "გაზეთები საქართველო და ერთობა ასი წლის წინ"

1 მარტი 2022

 

28 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში, პროექტი - "გაზეთები საქართველო და ერთობა ასი წლის წინ" - ჩატარდა.

 

პროექტი - "გაზეთები საქართველო და ერთობა ასი წლის წინ" - მიზნად ისახავდა 1919-1920 წლების ორი მთავარი პერიოდული გამოცემის - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბეჭდვითი ორგანოს  გაზეთი ,,საქართველოსა" და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბეჭდვითი ორგანოს გაზეთი ,,ერთობის", პუბლიცისტური ნარატივის შეფასებას, ისტორიული კონტექსტის გააზრებას, ენობრივი პოლიტიკის დადგენას.

 

პროექტის ფარგლებში, გამოვლინდნენ შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები, რომლებსაც სერტიფიკატები და CU-ის წიგნის მაღაზია „ლიბრარეას“ ვაუჩერები გადაეცათ.

 

გამარჯვებული სტუდენტების სია:

ლალა ბიგვავა - ეკონომიკის სკოლა (CSE)

ლევან კაკლიანი - ჰუმანიტარული სკოლა (CSH)

მარიამ გულისაშვილი - ჰუმანიტარული სკოლა (CSH)

ასევე, შეიქმნა  თემატური ელექტრონული კატალოგი და ელექტრონული წიგნი.

პროექტი დაფინანსდა კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.

პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან დათუკიშვილი - ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი.

პროექტის პერსონალი: მარიამ მაჯგალაძე, ხათუნა ჭანიშვილი - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა.