პროფესორ შაბთაი ცურისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია

2 დეკემბერი 2021

30 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, პროფესორ შაბთაი ცურს კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

 

პროფესორ შაბთაი ცურს, კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება საქართველოს და ისრაელის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საპატიო სტუმრები ისრაელიდან და საქართველოდან, რომლებმაც აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და პროფესორ შაბთაი ცურის მიერ საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს. 

 

ცერემონიის ფარგლებში, მოწვეული სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია. მან შაბთაი ცურის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მისი განვლილი გზა შეაფასა. 

 

აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც. 

 

შაბთაი ცურს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს და ისრაელის ურთიერთობების განვითარებაში და არაერთი წარმატებისთვის აქვს მიღწეული ამ მიმართულებით.

 

პროფესორი შაბთაი ცური 2016-2019  წლებში ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი იყო საქართველოში, 2020 წლიდან დღემდე კი, კომპანია ტოტოს თავმჯდომარე და აშდოდის პორტის დირექტორია.