2 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ''ლიბრარეა''-ში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას წარუძღვა ისტორიკოსი და რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მკვლევარი, დიმიტრი სილაქაძე, თემაზე - „რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი, ოკუპაციის ისტორია და დღევანდელობა“.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ომის გამომწვევი მიზეზები და შედეგები, ოკუპაცია და დღევანდელი რეალობა. ლექცია წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში, მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.
ლიბრარეას სივრცეში აქტიურად იმართება სამეცნიერო, კულტურული, პოლიტიკური თუ სხვა სახის საუბრები. სივრცე მუდმივად მასპინძლობს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საზოგადოებისთვის საინტერესო სპიკერებს. ასევე, იგეგმება ახალი საჯარო ლექციები სერიისთვის - საუბრები ლიბრარეაში.