საჯარო ლექცია - ეკონომიკური კრიზისები: რა ვისწავლეთ? კიდევ რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

15 ივნისი 2023

14 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ეკონომიკური კრიზისები - რა ვისწავლეთ? კიდევ რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

 

ლექცია ჩაატარა მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა თამთა სოფრომაძემ.

 

თემის ფარგლებში, სპიკერმა ისაუბრა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისებზე, გამომწვევ ფაქტორებზე, გავლენასა და შედეგებზე. თუ რა მოლოდინები არსებობს და რა როლი აქვს ეროვნულ ბანკს აღნიშნულ პროცესში.

 

ლექცია ინტერაქციულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

თამთა სოფრომაძე პროფესიით ეკონომისტია. მას ჩეხეთის უნივერსიტეტ CERGE-EI -ისა და ISET - International School of Economics - ში მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხები. ასევე, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University. თამთა აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა. ის არაერთი კვლევითი ნაშრომის ავტორია, რომელიც საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებშია გამოქვეყნებული.