საჯარო ლექცია თემაზე - „ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის საფუძვლები და აქტუალობა“

5 ივნისი 2024

4 ივნისს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვევით, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ფრანგი ფსიქოანალიტიკოსის ოლივიე დუვილის საჯარო ლექცია თემაზე - „ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის საფუძვლები და აქტუალობა“.

 

 საჯარო ლექცია გაიმართა „ქართულ ფსიქოანალიტიკურ სივრცესთან“ თანამშრომლობით.

 

ოლივიე დუვილი არის ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, უნივერსიტეტების - Paris Nanterre-ისა და Université de Paris-ს პროფესორი, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, პარიზის ფსიქოანალიტიკური გაერთიანების და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი (Espace Analytique), ევროპის ფსიქოანალიტიკური გაერთიანების სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, ფრანგული საპატიო ლეგიონის ორდენოსანი, ასოციაცია „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის“ დამფუძნებელი.

 

შეხვედრას მოდერაციას უწევდა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის“ თანადამფუძნებელი შალვა მამინაშვილი.